ავტორიზაცია

"ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა", - სალიჰამიჯიჩმა ნაგელსმანის გაშვების გადაწყვეტილება ახსნა

"ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა", - სალიჰამიჯიჩმა ნაგელსმანის გაშვების გადაწყვეტილება ახსნა
თარიღი 24 მარ 2023, 21:49
„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანის გაშვებაზე ისაუბრა.

„ეს დირექტორად მუშაობისას ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. იულიანთან გახსნილი, სანდო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა.

ნაგელსმანს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. თუმცა, განსაკუთრებით იანვრის შემდეგ გუნდის განვითარების პროცესს გადავხედეთ და სხვა წლებში სეზონის მეორე ნახევრის გამოცდილებამ, გადაგვაწყვეტინა, რომ ნაგელსმანი გაგვეშვა.“, - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, „ლაიპციგიდან“ ნაგელსმანის წამოყვანა „ბაიერნს“ თავის დროზე 25 მილიონი ევრო დაუჯდა და მას კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა.