ავტორიზაცია

რა დაუჯდება ბაიერნს ნაგელსმანის გათავისუფლება?

რა დაუჯდება ბაიერნს ნაგელსმანის გათავისუფლება?
თარიღი 24 მარ 2023, 21:53
იულიან ნაგელსმანის გაშვება „ბაიერნს“ შესაძლოა 27 მილიონი ევრო დაუჯდეს.

ეს არის ხელფასი, რომელიც მწვრთნელს 2026 წლამდე გაფორმებული კონტრაქტით ჰქონდა მისაღები. კლუბში გატარებული სრული პერიოდის მანძილზე მას ჯამში 45 მილიონამდე უნდა მიეღო.

Bild-ის ინფორმაციით, ნაგელსმანთან კონტრაქტის გაწყვეტა „ბაიერნს“ დაახლოებით 27 მლნ ევრო დაუჯდება.

თუმცა, მხარეებმა შესაძლოა გამოსავალი მოიძიონ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ბაიერნს“ ნაგელსმანისთვის ხელფასის გადახდა მინიმუმ ახალი გუნდის მოძიებამდე მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ნაგელსმანი 2021 წელს „ლაიპციგიდან“ 25 მილიონ ევროდ გამოისყიდა.