ავტორიზაცია

"მესისთვის წესების შეცვლას არ ვაპირებთ", - ლა ლიგის პრეზიდენტის თქმით, ბარსას ლეოს დაბრუნება არ შეუძლია

"მესისთვის წესების შეცვლას არ ვაპირებთ", - ლა ლიგის პრეზიდენტის თქმით, ბარსას ლეოს დაბრუნება არ შეუძლია
თარიღი 25 Mar 2023, 00:05
ლა ლიგის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ამჟამად ლეო მესის დაბრუნება არ შეუძლია.

„მინდა, ორივეზე ვილაპარაკო - „ბარსელონაზეც“ და „პსჟ-ზეც“. „ბარსას“ რიგებში, ამჟამინდელი ეკონომიკური სიტუაციით, მესის დაბრუნება მხოლოდ იმ პირობით შეუძლია, თუ ის ხელფასს საგრძნობლად დაიკლებს, რაც უცნაური იქნებოდა. თუმცა, ამავდროულად, ის „პსჟ-შიც“ არ უნდა იყოს.

ამ ორ გუნდს მსგავსი სახელფასო ფონდი აქვს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „პსჟ-ს“ „ბარსელონაზე“ ნაკლები შემოსავალი აქვს. პარიზი არის მანქანა, რომელიც ფულს ნავთობით შოულობს და სპონსორების საკითხში ბლეფობს.

შეუძლია თუ არა ლა ლიგას „ბარსას“ დახმარება? ერთადერთი, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია, არის „ბარსელონა“. მე ვისურვებდი, რომ ის დაბრუნდეს და კარიერა აქ დაასრულოს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მესის ჩამოსასვლელად წესების შეცვლას არ ვაპირებთ.“ - აღნიშნა ხავიერ ტებასმა.