ავტორიზაცია

სპალეტი: "დე ლაურენტისს ხვიჩას ტრანსფერის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარებოდა"

სპალეტი: "დე ლაურენტისს ხვიჩას ტრანსფერის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარებოდა"
თარიღი 25 Mar 2023, 11:26
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება.

"დე ლაურენტისს ეჭვი ეპარებოდა ამ ფეხბურთელის ტრანსფერში. დიდხანს ვისაუბრეთ და მოვახერხე მისი დარწმუნება, რომ ხვიჩაზე გაგვეფორმებინა. 

ის სკეპტიკურად უყურებდა ლიგებს შორის განსხვავებებს, მაგრამ დღეს ფეხბურთში საზღვრები გაცილებით პატარაა. “, - თქვა სპალეტიმ.

კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.