ნგოლო კანტე მოედანს დაუბრუნდა

"ჩელსის" ნახევარმცველი ნგოლო კანტე მოედანს დაუბრუნდა.
ტრავმების სერიის გამო ფრანგს გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. გუშინ, "ჩელსიმ" "ჩარლტონთან" დახურული ტესტ-მატჩი გამართა, რომელშიც 31 წლის ნახევარმცველი მოედანს დაუბრუნდა.
ნგოლო კანტე მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მაისურით მხოლოდ ორ ოფიციალურ მატჩში გამოვიდა.

გამოცდილ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა მხარეები, როგორც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თანამშრომლობის გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.