ცნობილი გახდა კლუბი სადაც ვარანი კარიერას დაასრულებს
RMC Sport-ის ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველი რაფაელ ვარანი კარიერას "ლანსში" დაასრულებს.
29 წლის ფეხბურთელი ერიკ ტენ ჰაგის გუნდის მთავარი ნაწილია, მაგრამ კარიერაში მომდევნო და ბოლო ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. წყაროს ცნობით, ვარანს სურს "ლანსიში" დაბრუნება და შემდეგ კარიერის დასრულება.
29 წლის ფეხბურთელი ერიკ ტენ ჰაგის გუნდის მთავარი ნაწილია, მაგრამ კარიერაში მომდევნო და ბოლო ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. წყაროს ცნობით, ვარანს სურს "ლანსიში" დაბრუნება და შემდეგ კარიერის დასრულება.
ვარანი "ლანსის" აღზრდილია. ფრანგული
კლუბიდან ის მადრიდის "რეალში" 2011 წელს გადავიდა. ფეხბურთელი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მცველმა გუნდში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.