კანი: "ტუხელის კარიერა შთამბეჭდავია, მოხარული ვართ, რომ ახლა ის ჩვენი მწვრთნელია"
"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კლუბმა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანთან განშორება და ამ თანამდებობაზე თომას ტუხელის დანიშვნა.
"გუნდმა პსჟ-სთან მატჩში აჩვენა, თუ რა შეუძლია. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მიზნებზე ამ და მომავალ სეზონში, რაც შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მივედით დასკვნამდე, რომ ნაგელსმანი გაგვეთავისუფლებინა. ეს გაზაწყვეტილება სრულიად გააზრებულად მოხდა. ეს იყო პროცესი და არა ემოციური რეაქცია.

ჩვენ არ გვჭირდება ტუხელის თვისებების განხილვა, ისინი გამორჩეულია. მისი კარიერა შთამბეჭდავია. ისეთი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორიც "პსჟ"-ა, ადვილი არ არის. მან კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ჩელსიში თავიდანვე წარმატებული იყო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ეს შთამბეჭდავი რეზიუმეა. მოხარული ვართ, რომ ახლა ის ჩვენი მწვრთნელია. “, - თქვა კანმა.