ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "პრემიერ ლიგის ბოლო ადგილიდან გუნდმა სატელევიზიო უფლებებისთვის უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ჩვენ"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "პრემიერ ლიგის ბოლო ადგილიდან გუნდმა სატელევიზიო უფლებებისთვის უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ჩვენ"
თარიღი 26 მარ 2023, 12:03
ფრანგული "პსჟ"-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიმ, ინგლისის პრემიერ ლიგის კომერციულ პროგრესზე ისაუბრა.

„პრემიერ ლიგა წარმოუდგენელია. ის ხელს უწყობს ინვესტიციებს და გონივრულად ანაწილებს შემოსავალს კლუბებს შორის. სხვა ლიგები უნდა გაუმჯობესდნენ და არა პრემიერ ლიგა.

გასულ წელს გუნდმა, რომელმაც ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა, ორჯერ მეტი მიიღო სატელევიზიო უფლებებზე, ვიდრე პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში. “, - თქვა ალ ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "პსჟ", 28 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 66 ქულით პირველ ადგილზეა.