ავტორიზაცია

ბაიერნში ტუხელის ხელფასი ცნობილი გახდა

ბაიერნში ტუხელის ხელფასი ცნობილი გახდა
თარიღი 26 მარ 2023, 14:28
გერმანელმა მედიაში მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელფასის შესახებ წერენ. 

Sport Bild-ის ცნობით, სპეციალისტი სეზონში დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ტუხელის დანიშვნა ოფიციალურად 24 მარტს გამოცხადდა. მან გუნდის სათავეში იულიან ნაგელსმანი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება 2025 ზაფხულამდეა გათვლილი.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "ბაიერნი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ "დორტმუნდს" ერთი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი" მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ "სიტის" შეხვდება.