ავტორიზაცია

ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს და სერია A-ს კლუბში გადავიდეს

ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს და სერია A-ს კლუბში გადავიდეს
თარიღი 26 მარ 2023, 15:55
კარიმ ბენზემას მომავალი გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ფრანგმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

Calciomercatoweb-ის ცნობით, "რომა" ყურადღებით აკვირდება ბენზემას მდგომარეობას. იტალიურმა კლუბმა შესაძლოა ოქროს ბურთის მფლობელის თავის რიგებში დაიმატოს.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი" ამ სეზონში კარიმ ბენზემას თამაშით უკმაყოფილო იყო. ფრანგმა 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა.