ავტორიზაცია

ფერდინანდი: "რონალდუს საშინელ დღეში ვაგდებდით, თითქმის დავცინოდით და პრაქტიკულად ტირილამდე მიგვიყვანია"

ფერდინანდი: "რონალდუს საშინელ დღეში ვაგდებდით, თითქმის დავცინოდით და პრაქტიკულად ტირილამდე მიგვიყვანია"
თარიღი 26 Mar 2023, 22:59
რიო ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ ეხუმრებოდა კრიშტიანუ რონალდუს „მან იუნაიტედში“ ერთად თამაშის დროს.

მართალია, რომ რონალდუ მაგიდის ჩოგბურთში წაგებებისთვის დაცინვებს რთულად იტანდა?

მე და ბიჭი სახელად კუინტონ ფორჩუნი - ჩვენი კიდევ ერთი თანაგუნდელი, მას ხშირად ვაქილიკებდით.

ის ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდა იყო - შეიძლება, ყველაფერი დაცინვის ზღვარზე იყო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მის გავარჯიშებას ვცდილობდით, რათა სტრესულ გარემოსთან უფრო ადაპტირებული ყოფილიყო.

დღეგამოშვებით ვთამაშობდით და მე მაქსიმალურად ვცდილობდი მის დამარცხებას. ერთხელაც, მან დამამარცხა. ეს ვიყავით მე და ის, ჩვენ პირველ და მეორე ადგილებს ვიკავებდით, როგორც ფედერერი და ნადალი. ეს რომ ტელევიზორში ეჩვენებინათ, რეკორდებს დავამხობდით.

ის თითქმის ტიროდა, მაგრამ მზად იყო ბრძოლისთვის.“, - აღნიშნა „ემიუს“ ყოფილმა მცველმა.