სენსაციური შედეგი - საქართველოს ნაკრების ჯგუფს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს

ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, A ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.
ერთმანეთს შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და გამარჯვება სენსაციურად მასპინძლებმა მოიპოვეს (2:0).
შეხვედრაში დუბლი სკოტ მაკტომინეიმ მიითვალა. ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, 51-ზე კი მეორე გოლის გატანაც შეძლო.
ამრიგად, ორი მატჩის შემდეგ, A ჯგუფის ერთადერთი ნაკრები, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს და შეუძლია ჰქონდეს დაფიქსირებული არის შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც პირველ ტურში კვიპროსსაც უშანსოდ (3:0) მოუგო და 6 ქულით პირველ აადგილს იკავებს.
შესარჩევის მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.