ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ზაფხულში მაქსიმუმ სამ ფეხბურთელის შეიძენს

მადრიდის რეალი ზაფხულში მაქსიმუმ სამ ფეხბურთელის შეიძენს
თარიღი 29 მარ 2023, 12:06
მადრიდის "რეალი" მომავალ ზაფხულს მაქსიმუმ სამი ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავს. 

ჟურნალისტ თომას გონსალესის თქმით, "ბლანკოსი" ახალი ფეხბურთელების დიდი რაოდენობით შეძენას არ აპირებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, რომელიც 140-150 მილიონ ევროდ არის შეფასებული, "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე იქნება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია კარიმ ბენზემას შემცვლელად თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზეც. ვარიანტებს შორის იყო ტურინის "იუვენტუსის" სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე.

მადრიდის "რეალი" ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში 56 ქულით მეორე ადგილზეა. პირველი ადგილიდან სხვაობა 12 ქულაა.