ავტორიზაცია

მესიმ კარიერაში 57-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა

მესიმ კარიერაში 57-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა
თარიღი 29 მარ 2023, 12:29
არგენტინის ნაკრებმა კურაკაოსთან ამხანაგური მატჩი გამართა და 7:0 გაიმარჯვა. ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჰეთ-ტრიკი 35 წლის მოთამაშესთვის კარიერაში 57-ე იყო.

გუშინდელი გოლების წყალობით მესიმ საერთაშორისო დონეზე 100 გოლიანი ზღვარი გადალახა. ამ დროისთვის ლიონელს 102 გოლი აქვს გატანილი.

ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო ფეხბურთში მესამე ადგილს იკავებს, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (122) და ალი დაის (109) ჩამორჩება.