ავტორიზაცია

ანსუ ფატის მამა: "არ მესმის, რატომ ექცევიან მას ბარსელონაში ასე, გახსოვთ ვინისიუსი?"

ანსუ ფატის მამა: "არ მესმის, რატომ ექცევიან მას ბარსელონაში ასე, გახსოვთ ვინისიუსი?"
თარიღი 29 Mar 2023, 23:37
ანსუ ფატის მამა „ბარსელონაში“ თავისი შვილის მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

„მართლა ვერ ვხვდები, რატომ ეძლევა ანსუს ასე მცირე სათამაშო დრო. საუბარი „ბარსას“ ათიანზეა.

გახსოვთ, როგორ აკრიტიკებდნენ ვინისიუსს ორი წლის წინ? იგივე შეიძლება ანსუს შემთხვევაშიც მოხდეს. ერთადერთი, რასაც ვითხოვ - ხალხის მხრიდან მისი დაცვაა. ის „ბარსელონას“ 10 ნომერია და ლა-მასიიდან არის მოსული.

ტრავმამდე, ანსუ ფატი გრიზმანთან, დემბელეთან და სუარესთან ერთად თამაშობდა. ახლა რატომ აღარ თამაშობს? ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

როცა „ბარსაში“ გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო, მისი ტრავმიდან დაბრუნება დააჩქარეს, რათა ეთამაშებინათ. ადრე, მათ სურდათ, რომ ანსუს ხალხი გაებედნიერებინა. ახლა კი, როცა ის 100%-ით ჯანმრთელია, აღარავის აღარ უნდა ანსუს ხილვა? მან რა, ფეხბურთის თამაში დაივიწყა?

ანსუ - „ბარსას“ ფრანშიზის ფეხბურთელია. ის გაცილებით მეტ წუთს იმსახურებს.“, - აღნიშნა ფეხბურთელის მამამ.