ავტორიზაცია

ფატის მამა: "ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბარსელონას ხვალვე დავტოვებდით, კლუბზე ძალიან გაბრაზებული ვარ"

ფატის მამა: "ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბარსელონას ხვალვე დავტოვებდით, კლუბზე ძალიან გაბრაზებული ვარ"
თარიღი 29 Mar 2023, 23:42
ანსუ ფატის მამამ „ბარსელონა“ მისი შვილის მცირე სათამაშო დროის გამო გააკრიტიკა.

„ანსუს „ბარსადან“ წასვლა არ უნდა, მაგრამ მე მსურს, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. სტადიონზე მისვლასაც აღარ ვაპირებ, კლუბზე ძალიან გაბრაზებული ვარ. ერთ თვეში, ალბათ ჟორჟე მენდეშს შევხვდები.

მაღელვებს, რომ ანსუ ასე ცოტას თამაშობს. ჩვენ ესპანეთის ნაკრების და ლა-მასიადან მოსულ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ, რომელიც ბევრად მეტს იმსახურებს.

არ ვიცი, რატომ არ ათამაშებს მას ხავი. ალბათ, თავისი მიზეზები აქვს. ანსუს მის მიმართ ბრაზი არ აქვს, რადგან ყოველთვის მისი კუმირი იყო. მაგრამ მე, როგორც მამა, ძალიან გაბრაზებული ვარ.

მატეუ ალემანიმ მითხრა, რომ ანსუ - კლუბის მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც მამამ, მე ანსუს ვუთხარი, რომ მისთვის წასვლაა უმჯობესი. მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამას არ ეთანხმება, მას დარჩენა სურს.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, „ბარსელონას“ ხვალვე დავტოვებდით. ანსუს ვუთხარი, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, წასვლა მოგვიწევს, ის კი მიმეორებს, რომ მე ვცდები.“, - აღნიშნა ბორი ფატიმ.