EXCLUSIVE: ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს თვის საუკეთესო ზედიზედ მეორედ და სეზონში მესამედ გახდა!
ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად სეზონში მესამედ დასახელდა.
Goal.ge-ს ინფორმაციით, აგვისტოს და თებერვლის შემდეგ, ქართველი ჩემპიონატის მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსაც მიიღებს.
ხვიჩას გარდა, აღნიშნული ჯილდოსთვის მისი თანაგუნდელი მინ მინ ჯე, სასუოლოს ფეხბურტელი არმან ლორიენტე, იუვენტუსის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და უდინეზეს დესტინ უდოგიე იბრძოდნენ.
გამოკითხვა გულშემატკივრებში 26 მარტამდე გრძელდებოდა და ხვიჩას გამარჯვებით დასრულდა.
მარტში კვარაცხელიამ სერია ა-ში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ცნობისთვის, ერთ სეზონში სამჯერ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი არასდროს არავინ დასახელებულა, შესაბამისად ხვიჩამ უნიკალური რეკორდი დაამყარა.