ლუნინს მადრიდის რეალის დატოვება სურს
მადრიდის "რეალის" სათადარიგო მეკარემ ანდრეი ლუნინმა სეზონის ბოლოს საკლუბო რეგისტრაციის შეცვლის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ლუნინი მადრიდის "რეალში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. უკრაინელმა პირველი ორი წელი "ლეგანესსა" და "რეალ ოვიედოში" იჯარით წესით გაატარა.
Marca-ს ინფორმაციით, უკრაინელი დაიღალა "სამეფო კლუბში" მეორე ნომრად ყოფნით.
წყაროს ცნობით, ახალ სეზონში ლუნინს სხვა გუნდში თამაში სურს, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.

მიმდინარე სეზონში უკრაინელს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, მათგან სამში კარი მშრალად შეინახა.