ავტორიზაცია

ნეიმარმა ონლაინ-კაზინოში 1 მილიონი ევრო წააგო

ნეიმარმა ონლაინ-კაზინოში 1 მილიონი ევრო წააგო
თარიღი 30 Mar 2023, 13:52
Yahoo Sports-ის ცნობით, "პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ონლაინ-კაზინოში 1 მილიონი ევრო წააგო.

თამაშის დროს 31 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო. ბრაზილიელი ამ ფაქტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა. Facebook-ზე პირდაპირ ეთერში მყოფმა ნეიმარმა "ტიტანიკის" მუსიკაზე ტირილის იმიტაციაც შეასრულა.

2022/23 სეზონში ნეიმარმა "პსჟ"-ს მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.