მესიმ გადაწყვიტა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
Marca-ს ცნობით, თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
წყაროს ინფორმაციით, 35 წლის არგენტინელი პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებს, მომდევნო სეზონის ბოლოს კი MLS-ში გადავა, სადაც კონტრაქტს "მაიამის ინტერმასთან" გააფორმებს.
წყაროს ინფორმაციით, 35 წლის არგენტინელი პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებს, მომდევნო სეზონის ბოლოს კი MLS-ში გადავა, სადაც კონტრაქტს "მაიამის ინტერმასთან" გააფორმებს.
მესი თვლის, რომ ამერიკაში გადასვლა მას საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
თავდამსხმელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
თავდამსხმელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში მან კლუბში 32 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანაბდა 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.