ცნობილი გახდა, რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ჩალხანოღლუ
"ინტერის" ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ გუნდის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.
29 წლის ფეხბურთელი თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში ხორვატიასთან 28 მარტს გამართულ მატჩში დაშავდა.
29 წლის ფეხბურთელი თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში ხორვატიასთან 28 მარტს გამართულ მატჩში დაშავდა.
Sky Sport-ის ცნობით, "ინტერის" სამედიცინო შტაბის შიშები დადასტურდა - ნახევარმცველი 15-დან 20 დღემდე გამოტოვებს.
აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი საკუთარ თავს აკისრებს ამოცანას, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩამდე "ბენფიკასთან" დაბრუნდეს, რომელიც 19 აპრილს მილანში გაიმართება.
ჰაკან ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სეზონში ნერაძურის 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰაკან ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სეზონში ნერაძურის 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.