ავტორიზაცია

ჩელსის მიზანი ბარსელონას ფლანგის მცველის ტრანსფერია

ჩელსის მიზანი ბარსელონას ფლანგის მცველის ტრანსფერია
თარიღი 31 Mar 2023, 15:41
"ჩელსი" მიზნად ისახავს "ბარსელონას" მცველის ალექს ბალდეს შეძენას. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ჩელსი" აქტიურად აკვირდება 19 წლის ბალდეს სიტუაციას. 

მიმდინარე სეზონში ბალდემ ესპანეთის ლა ლიგაში ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანელმა ფეხბურთელმა არაერთხელ გამოთქვა "ბარსელონაში" დარჩენის სურვილი, თუმცა, სხვა კლუბში გადასვლაც არ გამორიცხა.