ავტორიზაცია

საკა პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

საკა პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
თარიღი 31 Mar 2023, 15:45
"არსენალის" გარემარბი ბუკაიო საკა პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ ლიგის პრესსამსახური იტყობინება.

მარტის თვეში საკამ პრემიერ ლიგაში "არსენალის" რიგებში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 21 წლის ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"არსენალი" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილზე მყოფ "სიტის" რვა ქულით უსწრებს.