ავტორიზაცია

კონტემ 2022 წელს რონალდუს ტრანსფერზე უარი თქვა

კონტემ 2022 წელს რონალდუს ტრანსფერზე უარი თქვა
თარიღი 01 Apr 2023, 01:59
გასულ წელს "ტოტენჰემს" შეეძლო კრიშტიანუ რონალდუს დამატება, თუმცა ამაზე უარი თქვა.

2022 წლის ზაფხულში პორტუგალიელმა მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სთხოვა, გაეშვათ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბში და "ტოტენჰემი" ვარსკვლავის დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო. 

Daily Mail-ის ცნობით, ლონდონურ კლუბში რონალდუს სერიოზულად განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ ანტონიო კონტემ და დანიელ ლევიმ გადაწყვიტეს, რომ ასეთი ტრანსფერი გუნდს სარგებელს არ მოუტანდა.

ნოემბერში კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედთან" კონტრაქტი გაწყვიტა, იანვრის დასაწყისში კი საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" ფეხბურთელი გახდა.