ფატის სიტუაციას ბარსელონაში პრემიერ ლიგის 4 კლუბი აკვირდება
„ბარსელონას“ 10-ანის, ანსუ ფატის სიტუაციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და კიდევ ოთხი პრემიერ ლიგური გუნდი აკვირდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში, უკვე რამდენიმე თვეა ანსუსთვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, თუ სეზონის ბოლომდე მისი მცირე სათამაშო დროის პრობლემა ვერ აღმოიფხვრა.
სიტუაციაზე დამკვირვებელ კლუბებს შორის „მან იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ნიუკასლი“ და „არსენალი“ არიან.
თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ოთხეულიდან ყველაზე სავარაუდო ვარიანტად „წითელი ეშმაკები“ მოიაზრებიან, რომლებიც ფატის მიმართ ინტერესს წინა წლებშიც იჩენდნენ.