ბენფიკამ მთავარ მწვრთნელ შმიდტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბენფიკამ" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ახალი კონტრაქტის გაფორმება მთავარ მწვრთნელთან როჯერ შმიდტთან. 56 წლის გერმანელ სპეციალისტის ხელშეკრულება 2026 წლამდეა გათვლილი.
შმიდტი პორტუგალიურ კლუბში 2022 წლის ივლისიდანაა. მისი ხელმძღვანელობით "არწივებმა" ჩაატარეს 43 მატჩი, რომლებშიც 36 გამარჯვება მოიპოვეს და 5-ჯერ ფრედ ითამაშეს.
შმიდტი პორტუგალიურ კლუბში 2022 წლის ივლისიდანაა. მისი ხელმძღვანელობით "არწივებმა" ჩაატარეს 43 მატჩი, რომლებშიც 36 გამარჯვება მოიპოვეს და 5-ჯერ ფრედ ითამაშეს.
2022/23 25 ტურის შემდეგ "ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონატს 68 ქულით ლიდერობს.