ბენფიკას გონსალო რამოსისთვის 120 მილიონი ევრო სურს
პორტუგალიურმა "ბენფიკამ" თავდამსხმელის გონსალო რამოსის სატრანსფერო ფასი გამოაცხადა. კლუბს ფეხბურთელის გაყიდვიდან 120 მილიონი ევროს მიღება სურს, იტყობინება Record.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.
21 წლის გონსალო რამოსმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკაში" ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 24 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის კონტრაქტში გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა 120 მილიონი ევროა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის კონტრაქტში გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა 120 მილიონი ევროა.