ავტორიზაცია

დე ლაურენტისის გუშინდელი კომენტარიდან ჩანს, რომ ჩვენი ეშინიათ? - სტეფანო პიოლის კომენტარი

დე ლაურენტისის გუშინდელი კომენტარიდან ჩანს, რომ ჩვენი ეშინიათ? - სტეფანო პიოლის კომენტარი
თარიღი 01 აპრ 2023, 18:26
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანი"  "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"წინ გვაქვს გადამწყვეტი ორი თვე, რომელშიც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. პაუზის პერიოდში ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. 

მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ნაპოლის სირთულეები შევუქმნათ. ჩვენი დონის მეტოქეს ვეთამაშებით, რომელიც ბევრ ქებას იმსახურებს. დე ლაურენტისის გუშინდელი კომენტარიდან ჩანს, რომ ჩვენი ეშინიათ? არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

ოსიმენი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მის გარეშე ნაპოლიმ ყველა თამაში მოიგო და ჩვენც წავაგეთ ნაპოლისთან, როდესაც მოედანზე ოსიმენი არ იყო. ",- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.