როგორი შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა დღევანდელ მატჩში?

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმრართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მასპინძლეთა ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.
24 წლის ცენტრალურმა მცველმა მატჩის 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო 67-ე წუთზე ვასკესმა შეცვალა.
ლოჩოშვილის გასვლამდე ანგარიში 1:1 გახლდათ, მისი გასვლის შემდეგ "კრემონეზემ" ორი უპასუხო გოლი გაუშვა და უშანსოდ დამარცხდა.
Sofscore-მა ტრადიციულად მოთამაშეთა თამაში შეაფასა, ქართველმა მცველმა 6.8 ბალი დაიმსახურა.
