ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "თავის მოტყუებას აზრი არ აქვს, ოსმენის არყოფნა მძიმე დანაკლისია"

ლუჩიანო სპალეტი: "თავის მოტყუებას აზრი არ აქვს, ოსმენის არყოფნა მძიმე დანაკლისია"
თარიღი 01 აპრ 2023, 19:22
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"თავის მოტყუებას აზრი არ აქვს,
ოსმენის არყოფნა მძიმე დანაკლისია. მაგრამ პიოლის ვეთანხმები, როცა ვიქტორი არ იყო, ჩვენ შევძელით მისი შეცვლა. 

სიმეონემ იცის თავისი საქმე. ჭკვიანი ფეხბურთელია და შანსს ყოველთვის იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია. ჩვენი სათამაშო სტილი მასთან ერთად ცოტათი იცვლება, რადგან ოსიმენზე ნაკლებად სწრაფია. 

რთულია ოსიმენის მსგავსი სწრაფი დორვარდი იპოვო, თუმცა სიმეონე კარიდან ზურგით კარგად თამაშობს და ბურთის შენარჩუნება შეუძლია. ის უფრო მეტს დროს იმსახურებდა, ვიდრე ვაძლევდი, მაგრამ ეს ოსიმენის თამაშმა მაიძულა.

ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ეს არის თამაში, რომელშიც სამივე შედეგი მოსალოდნელია. მილანი შარშანდელი სეზონის ჩემპიონი. ტოტენჰემი დაამარცხეს, რაც ბევრს ნიშნავს. 

თანამედროვე გუნდში თავდამსხმელებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ კონკრეტულ ეპიზოდში. კვარამ ატალანტასთან ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მაგრამ იმიტომ, რომ მანამდე უკან გუნდმა დიდი სამუშაო გასწია. ",- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.