ოსიმენი დარწმუნებულია, რომ მილანთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის მზად იქნება
"ნაპოლის" ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მას 10-12 დღე დასჭირდება ბარძაყის ტრავმის მოსაშუშებლად.
ამრიგად, ნიგერიელი არ გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩს "მილანთან", რომელიც 13 აპრილს "სან სიროზე" გაიმართება.
"გამოჯანმრთელებისთვის 10-12 დღე მჭირდება, დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის წინააღმდეგ ვითამაშებ. ", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოსიმენმა, ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 29 თამაში, 25 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.