ავტორიზაცია

ტუხელი: "ვურჩევ თუ არა ნაგელსმანს ჩელსიში მისვლას? იულიანი რჩევას არ მკითხავს"

ტუხელი: "ვურჩევ თუ არა ნაგელსმანს ჩელსიში მისვლას? იულიანი რჩევას არ მკითხავს"
თარიღი 03 Apr 2023, 22:21
თომას ტუხელმა უარი თქვა ნაგელსმანისთვის რჩევის მიცემაზე, ღირს თუ არა „ჩელსიში“ მისვლა.

ტუხელი „ჩელსიდან“ სექტემბერში გაუშვეს, მარტში კი მან „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. მის ნაცვლად ლონდონში მისული გრემ პოტერი გუშინ წარუმატებელი შედეგების გამო ასევე დაითხოვეს.

„გრემ პოტერის გაშვების სიახლე გუშინ შეტყობინებით ამომივარდა. დრო დამჭირდა ჩემი გათავისუფლების გადასახარშად. მას შემდეგ, „ჩელსი“ საგრნობლად შეიცვალა, ასე რომ ამ სიახლემ ჩემზე დიდი გავლენა ვერ იქონია.

პოტერის გაშვების ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ტელეფონზე ნოტიფიკაცია მომივიდა.

ვურჩევ თუ არა ნაგელსმანს „ჩელსიში“ მისვლას? იულიანი რჩევას არ მკითხავს, მას ეს არც სჭირდება.“, - აღნიშნა გერმანელმა.