ავტორიზაცია

გარი ნევილი: "ვიცოდი, რომ კონტე ტოტენჰემში თავიდან კარგი იქნებოდა, შემდეგ კი ყველაფერი აყროლდებოდა"

გარი ნევილი: "ვიცოდი, რომ კონტე ტოტენჰემში თავიდან კარგი იქნებოდა, შემდეგ კი ყველაფერი აყროლდებოდა"
თარიღი 04 Apr 2023, 00:54
გარი ნევილმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტეს სკანდალური გაშვება „ტოტენჰემიდან“ მოსალოდნელი იყო.

„გასაგები იყო, რომ კონტე „ტოტენჰემში“ კარგად იმუშავებდა და კლუბს იმას მისცემდა, რაც სჭირდებოდა, შემდეგ კი ყველაფერი აყროლდებოდა.

სწორედ ამიტომ არ მინდოდა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშნულიყო, მას ეს შლეიფი მოჰყვება.

კონფრონტაცია, რომელსაც ბოლო თვეების მანძილზე ვხედავდით, არავის არ სჭირდებოდა. გუნდი მე-4 ადგილისთვის იბრძოდა, მესამეზეც შეეძლო გადასვლა „საუთჰემპტონთან“ მოგებით. მესამე ადგილი კი მაქსიმუმია, რომელზეც „ტოტენჰემი“ შეიძლება იყოს. ჩემთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ეს კონფლიქტი.

გუნდი კონტეს მეთოდებისგან დაიღალა, თავად ანტონიო კი - ფეხბურთელებისგან. ამიტომ, იქ ბოლოს სრული დომხალი იყო. ასეთი დასასრული გარდაუვალი იყო. შემდეგ ინტერვიუში ის იტყვის, რომ მან დიდებულად იმუშავა.“, - აღნიშნა „მან იუნაიტედი“ ექს-ფეხბურთელმა.