როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რაიო ვალეკანოსთან მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-8 წუთზე სანტი კომესანამ გახსნა, 82-ე წუთზე კი ჯასტინ კლუივერტმა პენალტი გაიტანა და "ღამურებს" ქულა მოუპოვა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 6.7 შეფასება დაიმსახურა.

ამ ფრის შედეგად "ვალენსიას" 27 ქულა აქვს როგორც "ესპანიოლს" და "ალმერიას", მაგრამ უკეთესი ბურთების შეფარდების წყალიბით მე-17 ადგილზე იმყოფება.