ჩელსიდან გაშვების შემდეგ, გრემ პოტერმა პრემიერ ლიგის ერთი გუნდი უარით უკვე გაისტუმრა

„ჩელსიდან“ გაშვებისთანავე, გრემ პოტერმა პრემიერ ლიგის გუნდისგან მიიღო დაპატიჟება.
დღეს გამოცემებმა აქტიურად გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ინგლისელ სპეციალისტს „ლესტერი“ იწვევდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრენდან როჯერსი გაუშვა.
თუმცა, როგორც talkSport იტყობინება, პოტერმა „ლესტერი“ უარით გაისტუმრა, რადგან „ჩელსიდან“ გაშვების შემდეგ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე პაუზის აღება სურს.
„ჩელსიმ“ პოტერი ოფიციალურად 2 აპრილს გაუშვა - დანიშვნიდან დაახლოებით 7 თვეში. იმავე დღეს გაათავისუფლეს „მელიებმა“ როჯერსიც.