პოჩეტინომ ჩელსის მფლობელი მოხიბლა - არგენტინელი კლუბის სამიზნეთა შორტ-ლისტშია

მაურისიო პოჩეტინომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახურა.
როგორც Sky Sports იუწყება, არგენტინელი სპეციალისტის კანდიდატურას ამერიკელი მფლობელები ჯერ კიდევ სექტემბერში, გრემ პოტერის დანიშვნამდე განიხილავდნენ და მისით მოხიბლულნიც დარჩნენ.
კერძოდ კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი პოჩეტინოს და მისი მიღწევების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით არის განწყობილი.
არგენტინელი სპეციალისტი „პსჟ-დან“ 2022 წლის ზაფხულში გაშვების შემდეგ უმუშევარია და „ჩელსის“ პოტენციური მწვრთნელების შორტ-ლისტში იმყოფება. თუმცა, პრესაში არსებობს ვარაუდი, რომ თავად პოჩეტინო „რეალის“ ვარიანტს ელოდება.