ავტორიზაცია

ბენზემა 28 წლის განმავლობაში რეალის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბარსელონას წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი შეასრულა

ბენზემა 28 წლის განმავლობაში რეალის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბარსელონას წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი შეასრულა
თარიღი 06 აპრ 2023, 02:19
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში (4:0) გაიმარჯვა. 

The Athletic-ის ცნობით, ბენზემას დღევანდელი ჰეთ-ტრიკი "რეალის" ფეხბურთელებისთვის პირველია "ბარსელონასთან" მატჩებში შორეული 1995 წლის შემდეგ, მაშინ სამი გოლი ივან ზამორანომ გაიტანა.

კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის "რეალი" "ოსასუნას" დაუპირისპირდება.