ავტორიზაცია

ბენზემამ ელ კლასიკოებში 16 გოლი გაიტანა - მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს მეტი

ბენზემამ ელ კლასიკოებში 16 გოლი გაიტანა - მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს მეტი
თარიღი 06 აპრ 2023, 02:23
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ "ბარსელონასთან" ჰეთ-ტრიკით გაიფორმა.

ფრანგმა სამივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა, 50-ე, 58-ე (პენალტი) და 81-ე წუთებზე. 

დღევანდელი გამორჩეული თამაშის შემდეგ, ბენზემა მეოთხე ადგილზე გადავიდა ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის (16 გოლი). 

ფრანგს საერთო რეიტინგში მხოლოდ ლიონელ მესი (26 გოლი), კრიშტიანუ რონალდუ (18 გოლი) და ალფრედო დი სტეფანო (18 გოლი) უსწრებენ.