ინტერს ბენფიკასთან მატჩში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მილანის "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში ლისაბონის "ბენფიკასთან" ორი ძირითადი მოთამაშის გარეშე მოუწევს თამაში.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მატჩს გამოტოვებენ ცენტრალური მცველი მილან სკრინეარი და ნახევარმცველი ჰაკან ჩალანოღლუ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის სამშაბათს ლისაბონში, ესტადიო და ლუზზე გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის სამშაბათს ლისაბონში, ესტადიო და ლუზზე გაიმართება.
ჯერ კიდევ გასარკვევია, ექნებათ თუ არა დრო ჩალჰანოღლუსა და სკრინიარს ჯუზეპე მეაცაზე საპასუხო მატჩისთვის თამაშში დასაბრუნებლად.