ავტორიზაცია

მილანმა დიასის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

მილანმა დიასის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 10 Apr 2023, 12:24
"მილანის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შემტევი ნახევარმცველის, ბრაჰიმ დიასის მომავალზე, რომლის უფლებები მადრიდის "რეალს" ეკუთვნის.

როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ გახდა ცნობილი, "როსონერებს" ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნება სურთ.

ინსაიდერის ინფორმაციით, იტალიური კლუბი "ბლანკოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და მზადაა ბრაჰიმის ტრანსფერისთვის 15-16 მილიონი ევრო დახარჯოს. მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება ივნისის ბოლოს იწურება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დიასმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის ესპანელმა გარემარბმა 5 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.