ავტორიზაცია

მესი ბარსელონას პრეზიდენტის ზარს ელოდება

მესი ბარსელონას პრეზიდენტის ზარს ელოდება
თარიღი 10 Apr 2023, 16:10
"ბარსელონას" ლიონელ მესის დაბრუნება სურს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა კატალონიელები ფეხბურთელთან შეთანხმებას.

 
Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ წუთებში მესი "ბლაუგრანას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ზარს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ლაპორტას უკვე ჰქონდა ურთიერთობა მესის მამასთან, მაგრამ არა თავად ფეხბურთელთან. 

35 წლის არგენტინელი ვატსკვლავი მხოლოდ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავისთან იყო კონტაქტში.

ლაპორტასთან საუბრის შემდეგ, მესი გადაწყვეტს დაბრუნდეს თუ არა კამპ ნოუზე. არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი "პსჟ"-სთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.