მადრიდის რეალმა შესაძლოა დანი ოლმო შეიძინოს
მადრიდის "რეალი" განიხილავს "ლაიფციგის" ნახევარმცველის დანი ოლმოს შეძენას, იტყობინება Relevo.
წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალს" 24 წლის ესპანელის შესაძენად მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ ის გუნდს თავისი მრავალმხრივობით გააძლიერებს.
წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალს" 24 წლის ესპანელის შესაძენად მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ ის გუნდს თავისი მრავალმხრივობით გააძლიერებს.
ოლმო "ლაიფციგში" 2020 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მზად იქნებოდა ლაიფციგთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.