ოსიმენი ბაიერნში გადასვლის წინააღმდეგი არ არის
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არ არის წინააღმდეგი კარიერა "ბაიერნში" გააგრძელოს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, ნიგერიელი თავდამსხმელი მზადაა თომას ტუხელის გუნდს შეუერთდეს.
ამასთან, წყარო დასძენს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ვიქტორი ძალიან მოსწონს. თუმცა, ზაფხულში ყველაფერი ტრანსფერში მოთხოვნილ ფასზე და მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, წყარო დასძენს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ვიქტორი ძალიან მოსწონს. თუმცა, ზაფხულში ყველაფერი ტრანსფერში მოთხოვნილ ფასზე და მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა გარიგებისთვის 100 მილიონი ევრო გამოყოს, მაგრამ "ნაპოლიმ" შესაძლოა გაცილებით მეტი მოითხოვოს.