ავტორიზაცია

ტუხელი: "უპამეკანო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის თავის შეცდომაზე ისწავლის"

ტუხელი: "უპამეკანო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის თავის შეცდომაზე ისწავლის"
თარიღი 12 აპრ 2023, 12:23
"ბაიერნის" მწვრთნელი თომას ტუხელი მხარს უჭერს ცენტრალურ მცველს, დაიო უპამეკანოს, პირველი მეოთხედფინალში მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ "ეტიჰადზე" თამაში "ბაიერნისთვის" მტკივნეული მარცხით 
0:3 დასრულდა.

"უპამეკანო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის თავის შეცდომაზე ისწავლის. თუ ბევრ მატჩს ითამაშებ, რაღაც მომენტში აუცილებლად დაუშვებ შეცდომას.

დღეს ეს შედეგი საგვიდგა, რადგან მეტოქემ დაგვსაჯა. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ. “, - განაცხადა ტუხელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.