პსჟ-მ გალტიეს ბრალდებებზე შიდა გამოძიება დაიწყო
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ შესაძლოა სეზონის დასრულებამდე სამსახური დაკარგოს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ცოტა ხნის წინ რასიზმში დაადანაშაულეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიცაში ყოფნის დროს გალტიემ სპორტულ დირექტორს ჟიულიენ ფურნიეს უთხრა, რომ შავკანიანთა და მუსლიმთა დიდი რაოდენობა გუნდში ვერ ითამაშებდა.
ჟურნალისტმა ადრიენ გრენიემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პსჟ"-მ გალტიეს საქმეზე შიდა გამოძიება დაიწყო.
ჟურნალისტმა ადრიენ გრენიემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პსჟ"-მ გალტიეს საქმეზე შიდა გამოძიება დაიწყო.
თუ კრისტოფის დანაშაული დამტკიცდება, ფრანგი მაშინვე დაკარგავს სამსახურს.