ავტორიზაცია

ლევანდოვსკიმდე სულ ცოტა დარჩა - ბენზემამ ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა

ლევანდოვსკიმდე სულ ცოტა დარჩა - ბენზემამ ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა
თარიღი 13 აპრ 2023, 01:10
კარიმ ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე 90 გოლი დაუგროვდა.

„რეალის“ ფორვარდმა „ჩელსისთან“ პირველ მეოთხედფინალში ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და ეს მისთვის ლიგაზე გატანილ 149-ე მატჩში 90-ე გოლი აღმოჩნდა.

ამ 90-დან 56 ბენზემამ ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა, 17 მერვედფინალშ, 8 მეოთხედფინალში, 8 ნახევარფინალში და 1 - ფინალში.

ბენზემაზე მეტი გოლი ამ ტურნირზე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (140), ლეო მესის (129) და რობერტ ლევანდოვსკის (91) აქვთ გატანილი.