ავტორიზაცია

საუკეთესო სუპერსაბი - ასენსიომ ლიგაზე თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა

საუკეთესო სუპერსაბი - ასენსიომ ლიგაზე თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა
თარიღი 13 აპრ 2023, 01:12
მარკო ასენსიო შეცვლაზე შესვლის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია.

„რეალის“ ნახევარმცველი „ჩელსისთან“ მეოთხედფინალში 71-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და გოლი 74-ზე გაიტანა, როცა ვინისიუს ჯუნიორის პასის შემდეგ საჯარიმოს გარედან მოახერხა კეპას კარის აღება.

ასენსიოსთვის ჩემპიონთა ლიგაზე ეს შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ მე-9 გოლია და მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

7-ჯერ შეცვლაზე შესვლის შემდეგ ამ ტურნირზე გოლის გატანა ოლე-გუნარ სულშერმა, კარიმ ბენზემამ და თომას მიულერმა გაიტანეს.