ავტორიზაცია

მბაპე: "შემდეგი მიზანი? პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება"

მბაპე: "შემდეგი მიზანი? პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება"
თარიღი 13 აპრ 2023, 03:16
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ფეხბურთში თავის მორიგი მიზნის შესახებ ისაუბრა.

„შემდეგი მიზანი? მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ ტურნირის ფინალში, ნახევარფინალში, მეოთხედფინალში და 1/8 ფინალში უკვე ვითამაშე. ამ ტიტულზე ვოცნებობ. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება. იმედია ეს მალე მოხდება. კლუბი? მე პარიზელი ვარ და ამ კლუბთან კონტრაქტი მაქვს. რა თქმა უნდა, ეს პსჟ-სთან ერთად მოხდება. “, - თქვა მბაპემ.

მბაპემ მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.