ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "ვფიქრობ, რომ ზამბო-ანგისა უსამართლოდ გააძევეს"

ლუჩიანო სპალეტი: "ვფიქრობ, რომ ზამბო-ანგისა უსამართლოდ გააძევეს"
თარიღი 13 აპრ 2023, 02:47
იტალიური "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "მილანთან" მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.

გარდა მარცხისა, გუნდს საპასუხო მატჩში დასუსტებულ შემადგენლობაში მოუწევს თამაში - ანგისამ და კიმ მინ ჯემ ბარათების გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს.

კლუბის მთავარი მწვრთნელი ამ ყველაფრით განაწყენებულია და ანგუისის გაძევებას უსამართლოდ მიიჩნევს.

"სეზონის ამ ფაზაში გუნდში ნებისმიერი მოთამაშის არყოფნა ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მათი ჩანაცვლება.

ძალიან ვნერვიულობ, რომ ზამბო-ანგისა საპასუხო თამაშს გამოტოვებს, ვფიქრობ, რომ ის უსამართლოდ გააძევეს. , - განაცხადა სპალეტიმ.