ავტორიზაცია

ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის რეკორდი დაამყარა

ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის რეკორდი დაამყარა
თარიღი 13 აპრ 2023, 02:35
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსი" 2:0 დაამარცხა. 

ეს გამარჯვება კარლო ანჩელოტისთვის 35-ე იყო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული კლუბის სათავეში.

ამ გამარჯვების შედეგად იტალიელი სპეციალისტი გახდა მადრიდის "რეალის" რეკორდის მფლობელი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამარჯვებების მხრივ.

ადრე რეკორდი ვისენტე დელ ბოსკეს ეკუთვნოდა - მან მადრიდულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში 34 მატჩი მოიგო, უმეტესობა - გასული საუკუნის 90-იან წლებში.